როგორ მოგვეწოდება წყალი და როგორ გავუფრთხილდეთ მას – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 3D ვიდეო გაავრცელა.
“წყალი გრძელ გზას გადის ბუნებრივი წყალსაცავებიდან თითოეული სახლის ონკანამდე. ეს გზა მნიშვნელოვან ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, წყალი ძვირფასი რესურსია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია წყლის ბუნებრივი რესურსით, მნიშვნელოვანია, მისი რაციონალურად გამოყენება. როდესაც ონკანს ღიას ვტოვებთ, იღვრება საშუალოდ 0,2 ლიტრი წამში, ანუ 720 ლიტრი საათში. 24 საათში ვკარგავთ 17 280 ლიტრ წყალს, რაც 70 ადამიანს ტოვებს აუცილებელი რესურსის გარეშე. დედამიწის ზედაპირის 70% წყალი შეადგენს, სასმელად კი მხოლოდ 3% ვარგისი. დავზოგოთ ბუნებრივი რესურსი, გავუფრთხილდეთ წყალს”, – წერია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გავრცელებაში.