ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს დეპუტატებმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილეს.
დადგენილების მიხედვით, ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული იყოფა ორ ნაწილად და ყალიბდება ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეულისა და ბაგრატიონის მეორე ადმინისტაციული ერთეულის სახით, ხოლო ძველი ბათუმისა და რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები იცვლება და ნაწილი ტერიტორია ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულისა გადადის რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში.
მორიგ სხდომას ქალაქის მერი, ვიცე მერი, მერის მოადგილე, არასამთარობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ