ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 210 აღსაზრდელის მიღება შეუძლია. შენობის რეაბილიტაციას 600 000 ლარამდე მოხმარდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, შეიღება კედლები და ჭერი, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, საკანალიზაციო სისტემა, ელ-გაყვანილობა და შეიღება შენობის გარე-ფასადი. საერთაშორისო ორგანიზაცია „ world vision“-მა კი მუნიციპალიტეტთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით, სამზარეულო ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
აქამდე, ვალეში მხოლოდ ერთი ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, რის შედეგად ვერ ხერხდებოდა სრულფასოვანი სასწავლო პროცესის ჩატარება.