ჩაისუბანში 1000-მდე ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ადმინისტრაციულ ერთეულში წყალსადენი სისტემის მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩაისუბანში წყალმომარაგების პრობლემა ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. ინფრასტრუქტურული პროექტი მასშტაბური იყო და სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა.
მოეწყო სათავე ნაგებობა, რკინა-ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები და წყალშემკრები კაპტაჟები, აშენდა საქლორატორო, სადაც ტექნოლოგიური დანადგარები დამონტაჟდა, ასევე მოეწყო წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელი. პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა.