ზუგდიდის მერიაში სოციალური სახლების მშენებლობის მსურველთა 210 განცხადება შევიდა

804

ზუგდიდის მერიის კომისიამ სოციალური სახლების მშენებლობასა და „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება დაასრულდა. მერიის ინფორმაციით, საერთო ჯამში 210 განცხადება მიიღეს. აქედან, 132 სახლების მშენებლობაზე და 78 „ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაზე. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

განცხადებების შესასწავლად შექმნილია კომისია. კომისია მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა. 2015 წელს კი ზუგდიდს სპეციალური ჯილდო გადაეცა სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის.