ზუგდიდის ტექნოპარკში ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიებისსააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს გააცნეს ის შესაძლებლობები და სერვისი, რასაც კონკრეტული იდეის მქონე ადამიანებს შესთავაზებენ. პროექტი მოიცავს თანხას დამწყები ბიზნესიდესითვის, ან ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა ასი ათასს არ უნდა აღემატებოდეს. თანადაფინანსება პროექტის ღირებულების 10%-ით განისაზღვრება. თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს მინიმალური თანხაა, სამაგიეროდ გრანტის დაბრუნება გამარჯვებულს არ მოუწევს. კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი ორი მილიონი ლარია.
იგეგმება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საქმიანობების დაფინანსება, გარდა სამხედრო, ბირთვული ტექნოლოგიების, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა. პრიორიტეტი ასევე იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია მსოფლიო ბანკის პროექტის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში შედგა.