ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე ამბობს, ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ საკითხის განხილვა გადაიდო. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარამჭერები მივიდნენ. სხდომას ესწრებიან გარემვაჭრეები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიც.
ენმ-ის მხარდამჭერებს ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით: „ახდენილი ონებები – გუბერნატორის ხელფასი 5900, განყოფილების უფროსი 1600, სოც დაუცველი – 97 თეთრი დღეში, დამლაგებლის ხელფასი 110 ლარი“.
ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დღეს ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმაც.