მარტვილის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

839

მარტვილის მუნიციპალიტეტში, წოწორიას ქუჩაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაბიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

“პროექტების ღირებულებამ 10 526 ლარი შეადგინა.სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი.მ ავთანდილ პაპავამ შეასრულა. გაბიონის მოწყობის სამუშაოები 2017 წლის 08-09 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა”,-აცხადებენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში.