ახალციხეში ქუჩების მორეცხვა დაიწყო

673

შპს “კეთილმოწყობის სამსახურმა” ახალციხეში ქუჩების მორეცხვა დაიწყო. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს მიხედვით, უკვე გაირეცხა და მოწესრიგდა ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

“ამ ეტაპზე, გადარეცხვითი სამუშაოები ზარზმელის, ასპინძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ბაგინაშვილის თქმით, ქუჩების მოწესრიგება გაგრძელდება და ახალციხის ქუჩები მთლიანად გაიწმინდება მტვრისგან, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას”,-აცხადებენ ახალციხის მერიაში.