ახალციხის მერიაში 36 ვაკანსიაზე 301 განაცხადი შევიდა

619

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე 133 კონკურსანტის 301 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მერიაში 36 ვაკანსიაა, – 19 მერის წარმომადგენლის და 17 წარმომადგენლის ასისტენტის. შესული 301 განაცხადიდან ყველაზე მეტი – 32 განაცხადი, ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელზე შევიდა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, 133 კონკურსანტის 301 განაცხადიდან, მეორე ეტაპისთვის 99 განმცხადებლის 196 განაცხადი შეირჩა.

კონკურსის მეორე და მესამე ეტაპი მერიაში ერთად ჩატარდება, თუმცა როდის, ჯერ განსაზღვრული არ არის.