ქალაქ ბორჯომის მასშტაბით აქტიური დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლებმა ჩარხისწყლის ხიდთან ახლოს ფერდობი და საფეხმავლო ბილიკი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ქვებისა და ჩირგვებისაგან გაწმინდეს”.
“ადგილზე რამდენიმე დღე ვიმუშავეთ, შედეგად, მთლიანად გავწმინდეთ ფერდობი და მოვასწორეთ მის ქვემოთ არსებული საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც წლებია, დაგროვებული მიწისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო, დღეს მოსახლეობას მოწესრიგებული გზით შეუძლია, ისარგებლოს”,- განაცხადა დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ზაალიშვილმა.
ასევე, ჩირგვებისაგან გაიკაფა მარადიული ცეცხლის სკვერში არსებული ფერდობი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში დასუფთავების სამუშაოები არდაგნის, ვაშლოვანისა და ახალშენის უბნებში განხორციელდება.