ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.სამი სოფლის: წანაშის, ლესემას და ხელედის მოსახლეობა “ხელედულა 3-ი ჰესის” მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელეკბს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში სოფლები დაიტბორება და 200-მდე ოჯახს გასახლება დაემუქრება, აფეთქებების სამუშაოების შედეგად ქანებში ბზარები გაჩნდება და სასმელი წყალი დაიკარგება.
მოსახლეობის თქმით, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-მდე მაცხოვრებელი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
ადგილობრივების თქმით, ხელედულა და დევაშის ხეობაში 4 კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს,სამუშაოებს კი შპს.”ხელედულა ენერჯი” განახორციელებს.
მოსახლეობა ამბობს,რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. მათივე ინორმაციით, სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.