ლენტეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

302

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელ ხელედში შიდა საუბნო გზის, რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ტარდება. პროექტით განსაზღვრული არმირებული ბეტონის საფარი დაიგება 302მ-ზე, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. , “ბნმ’” ჯგუფი ასრულებს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 78, 878 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.