ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის ე.წ “ზეუბნის” საავტომობილო გზაზე ასფალტო -ბეტონის საფარი მოეწყობა (მეორე ეტაპი). ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.