მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე მერთან უთანხმოებაზე საუბრობს

858

წინა სტატია

მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე გრიგალავსთან გარკვეულ უთანხმოებაზე საუბრობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

გაბისონიას თქმით, ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციებიც იგეგმება. “ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. გუნდში იგეგმება გარკვეული კომუნიკაციები ჩემთანაც და მერთანაც” – თქვა გაბისონიამ.

გაბისონია არ ადასტურებს, რომ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცახდება მასსა და მერის უთანხმოებას ეხებოდა. იგი არ გამორიცხავს, რომ დანელია მარტვილში სხვა პოლიტიკური დაპირისპირებაზე საუბრობდა.
„არ მგონია ჩვენი უთანხმოების შესახებ ყოფილიყო საუბარი. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა უთანხმოებაზეა საუბარი“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მარტვილში პოლიტიკური კრიზისის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. კრიზისის არსებობა მარტვილის მერმა უარყო.