ოთარ დანელია: მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება

972

შემდეგი სტატია

“მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება და ვითარების ესკალაციას ჩვენი თანაგუნდელებიც უწყობენ ხელს” – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და ბატონო ირაკლი მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ჩაერიოთ სიტუაციის გარკევევაში. ფაქტია რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მე მაქვს ინფორმაცია რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ხელს უწყობს ამ პრობლემის კიდევ უფრო ესკალაციას”, – განაცხადა დანელიამ.

კრიზისთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე დანელიას არაფერი უთქვამს.