ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმღვანელს, მაია ხვედელიძეს სანქცია – 1000 ლარის ჯარიმა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წლის დეკემბერში, დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააკისრა. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
ზესტაფონის მერიის საჯარო მოხელემ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის მიერ დაფუძნებული შპს “როიალკომფორტი”. ბახვა სუქნიძემ ორგანიზაცია 2017 წლის ივლისში დააფუძნა, რომლის დირექტორიც არის და 50% წილის მფლობელიც.
მაია ხვედელიძემ ჯარიმა მიმდინარე წლის იანვარში გადაიხადა.