ხელვაჩაურში პეტიციების განსახილველად დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

655

წინა სტატი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 19 საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე პირველივე საკითხად საკრებულოს რეგლამენტი იყო წარდგენილი. რეგლამენტი თვითმმართველობის კოდექსთან და სხვა კანონქვენდებარე აქტებთან იქნა შესაბამისობაში მოყვანილი.დღესვე საკრებულოს რეგლამეტთან ერთად მერიის დებულებაც დამტკიცდა.

სხდომაზე საკრებულოს წევრები გურანდა დოლიძე და ახალსოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე ინიციატივით წარსდგნენ. ინიციატივა სოფელ ახალსოფელში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას შეეხებოდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ თქვა, უახლოეს პერიოდში საბავშვო ბაღის ეზო მოეწყობა.

მოქალაქეთა მიერ საკრებულოში შემოტანილი პეტიციების განსახილველად სხდომაზე დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უახლოეს პერიოდში პეტიციების მიზნობრიობას შეისწავლის.

საკრებულოს სხდომაზე ცვლილება შევიდა მერიის საშტატო ნუსხაშიც. ახალი საშტატო ნუსხის თანახმად უახლოეს მომავალში მერიას ადმინსტრაციული ერთეულებთან ურთიერთობის 11 სპეციალისტი ეყოლება. დადგენილების თანახმად შეიქმნება ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური. სხდომაზე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 2017 წელს გაცეული მუსაობის შესხებ ანგარიში წარადგინა.ანგარიში დამაკმაყოფილებლად შეფასდა.