მოსახლეობამ ხელვაჩაურის საკრებულოს პეტიციით მიმართა

1005

სოფელ ფერიის მოსახლეობამ ხელვაჩაურის საკრებულოს პეტიციით მიმართა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

პეტიციით მოსახლეობა სოფელ ფერიაში საჯარო სკოლასთან საკანალიზაციო არხის გაყვანას, კაპრეშუმში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და  აჭარისწყალში მდებარე ამორტიზებული კულტურული ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვს.

საკითხის განხილვას თვითმმართველობა მიმდინარე კვირიდან გეგმავს.