ახალციხის საკრებულოს 16 დეპუტატის ანაზღაურება 90 ლარით გაიზარდა

1033

თებერვლიდან ახალციხის საკრებულოს 16 დეპუტატი 90 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც საკრებულომ 15 თებერვალს გამართულ რიგით მეოთხე სხდომაზე დაამტკიცა, დეპუტატების ხარჯი 410 ლარის ნაცვლად 500 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„დეპუტატების ხარჯის ოდენობა საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასზეა დამოკიდებული, ჩემი ანაზღაურება 3 5000 ლარია, დეპუტატების ხარჯი კი საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის არაუმეტეს 15 პროცენტს უნდა შეადგენდეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია, მათ შორის 17 თანამდებობის პირია, შესაბამისად მიმდინარე თვიდან გაზრდილ ანაზღაურებას მხოლოდ 16 დეპუტატი მიიღებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.