ბათუმის საკრებულოს შესყიდვების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

679

ბათუმის საკრებულოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში საკრებულოს შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიცია გაუქმდა, შესაბამისად თანამდებობიდან გათავისუფლდა მამუკა ქარცივაძე. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მამუკა ქარცივაძე სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ამის მიზეზად ქარცივაძე მის მიერ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების ღია კრიტიკას ასახელებს.

ასე ფიქრობენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. მირდატ ქამადაძისგანმარტებით, შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გასული წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადებები გაავრცელა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი რეაქცია მოჰყვა.

ბათუმის საკრებულოში რეორგანიზაციის შედეგად 49 შტატიდან, 45  რჩება. ოთხი კი უქმდება. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართულები  არ ყოფილან. ქართული ოცნება კი პასუხობს, რომ ოპოზიციამ ჯგუფის მუშაობაში ჩართვის სურვილი თავად არ გამოთქვა.