ბათუმის საკრებულოში ოპოზიცია ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვს

611

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წევრებმა ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა მოითხოვეს და საკრებულოს ტრიბუნაზე ბანერი გააკრეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, 2013 წლის საბავშვო ბაღის პედაგოგისა და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასები მიმდინარე სახელფასო განაკვეთს შეადარა და განაცხადა, რომ “წლების განმავლობაში ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება, საბავშვო ბაღის პედაგოგების კი უცვლელია”.

ნოდარ დუმბაძემ ბანერი ტრიბუნასთან გააკრა. ბანერის ჩამოხსნა საკრებულოს აპარატის უფროსმა რაულ ბოლქვაძემ სცადა, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ლევან ანთაძე შეეწინააღმდეგა.