საჩხერის ოთხი სოფლის წყალმომარაგების სისტემების პროექტირებაზე ტენდერში გამარჯვებული ცნობილია

619
საჩხერის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
ტენდერში, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სამუშაოებს კომპანია “წყლისა და შენობების ინჟინერია” შეასრულებს.
სამუშაოების შემდეგ პერევის, ჭალის, ღონის და სპეთის მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.
მგფ-მა აღნიშნული სოფლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა კასპის, ქარელის და საჩხერის მუნიციპალიტეტის, კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის ფარგლებში უნდა მოახდინოს.
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო მომსახურებაზე 137475 ლარია გამოყოფილი.