კვორუმის არარსებობის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 17:00 საათისთვის გადაიდო. 28 დეპუტატიდან სხდომას 14 ესწრებოდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ის ერთი დეპუტატი რომლის ყოფნაც აუცილებელია კვორუმისთვის, სხდომას დაესწრება. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომა ხვალისთვის გადაიდება.
დღის წესრიგში 27 საკითხია შეტანილი, აქედან ერთ-ერთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის საკითხია.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის შედეგად დაკომპლექტებულმა ბორჯომის საკრებულომ დღემდე ვერცერთი სხდომა ისე ვერ გამართა, რომ მას ყველა დეპუტატი დასწრებოდა.
ბორჯომში საკრებულოს ბოიკოტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები უცხადებენ. ოპოზიცია კი, თავის მხრივ, მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს.
ამის გამო, ამ წელში ბორჯომის თვითმმარველობის 125 თანამშრომელს ჯერ ხელფასი არ აუღია.