დღეიდან (12 თებერვლიდან) ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განახლებაა დაგეგმილი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ პროექტის შეჩერების მიზეზი მასში განხორციელებული ცვლილებები გახდა, ფონდის პროექტების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით გასულ წელს შტორმმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა, რის გამოც აღნიშნულის მოწესრიგებაც გახდა საჭირო.
ახალი პროექტის ღირებულება 55 მილიონი ლარია. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აუდიტის სამსახურს ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ პროექტით გათვალისწინებული თანხები არამიზნობრივად იხარჯება.