ახალციხის მერიამ 36 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

1925

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 36 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განაცხადის შეტანა 15 თებერვლამდე შეუძლიათ. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

საკონკურსო კომისია მერის 19 წარმომადგენელს და წარმომადგენლის 17ასისტენტს შეარჩევს. დასაქმების მსურველებმა კონკურსის სამი ეტაპი უნდა გაიაროს. კომისია ჯერ განაცხადებს გადაარჩევს, შემდეგია ზეპირი დავალება და ბოლოს გასაუბრება. კონკურსანტები 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ქალაქ ახალციხეში მერს ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. მათი ხელფასი 1 300 ლარი იქნება. ქალაქ ვალესა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კონკურსის წესით 15 წარმომადგენელი შეირჩევა და ანაზღაურება 1 200 ლარი იქნება.

ქალაქისგან განსხვავებით, სოფლებში მერის წარმომადგენლებს ერთი ან ორი ასისტენტი ეყოლებათ. დასახლებულ პუნქტებში გამგებლის წარმომადგენლებისა და მათი ასისტენტების რაოდენობა, როგორც მერიაში განმარტავენ, დამოკიდებულია არამხოლოდ მოსახლეობის რაოდენობაზე, არამედ მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ასევე დაგეგმილ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგენლის ასისტენტის სახელფასო ანაზღაურება 750 ლარი, მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგენლის ასისტენტის ხელფასი კი 650 ლარი იქნება.