„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა“ კვლევა – „2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ცვლილებების შედეგები“ დაასრულა და დღეს ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ანგარიში მოიცავს 2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების (შვიდი თვითმმრთველი ქალაქი და თემი – ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი) საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას.
რა შედეგები მოჰყვა 2014 წელს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნას, როგორ იმუშავეს ახალი თვითმმართველი ერთეულების ორგანოებმა, როგორ განკარგეს საკუთარი საბიუჯეტო სახსრები და რა დადებითი/უარყოფითი ძვრები მოხდა მოქალაქეთა მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფის კუთხით, ამის შესახებ „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელმა კონსტანტინე კანდელაკმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა.