დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც ბორჯომის მერიის თანამშრომელთა ხელფასების ზრდის საკითხს ხელმეორედ განიხილავენ.
საკრებულოს წევრების თქმით, ამ თემის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მათ მიაჩნიათ, რომ ხელფასები რიგით თანამშრომლებს უნდა გაეზარდოთ და არა მერსა და თანამდებობის პირებს. ჯერჯერობით უცნობია დაუჭერენ თუ არა მხარს ხელფასების გაზრდას.
განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს საკრებულოში ქართული ოცნების ფრაქცია.
18 იანვრის სხდომაზე, მერია საკრებულოსგან გაზრდილი ხელფასების დამტკიებას ითხოვდა, რასაც წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, შესაბამისად მერიის თანამშრომლებს 22 იანვარს ხელფასები ვერ დაერიცხათ.