ბორჯომში გოგიას ციხემდე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო

997

ბორჯომში, გოგიას ციხემდე მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბორჯომის მერის ლევან ლიპარტიას თქმით, რეაბილიტაცია სააკაძის ქუჩიდან გოგიას ციხემდე არსებულ მონაკვეთს ჩაუტარდა.

„სამუშაოების დაწყებამდე ძეგლამდე მისვლა მხოლოდ გრუნტის, მოუწესრიგებელი გზით იყო შესაძლებელი, წვიმიანი და თოვლიანი ამინდი კი გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებდა და სახიფათოს ხდიდა. ობიექტზე მოეწყო რკინა-ბეტონის საფეხმავლო ბილიკი, კიბეები და მოაჯირები, განხორციელდა სამღებრო სამუშაოები. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება“, – თქვა ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.