NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, კითხვაზე – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“, 27%-ით „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ 10%-ით; „ევროპული საქართველო“ – 3%-ით; სხვა პარტიები – 7%-ით. ამასთან, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 24%; არ იცის, ვის მისცემდა ხმას – 15%, პასუხზე უარი განაცხადა 13%-მა.
რაც შეეხება კითხვას, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია – 30%, უარი პასუხზე – 12%, ”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი – 5%, ”ევროპული საქართველო”- 4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა – 6%.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.