ერგნეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

812

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარეობს პროექტის შედგენა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯების დაანგარიშება.

ერგნეთის საბავშვო ბაღის სარემონტო ხარჯებს, პროექტის შედგენის შემდეგ, მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

გამგეობის ცნობით, სარეაბილიტაციო გეგმაში გათბობა, ვენტილაცია; წყალმომარაგება შესაბამისი ანგარიშებით, კანალიზაცია, წყალარინება (საჭიროების შემთხვევაში); ელმომარაგება, ინტერიერ-ექსტერიერის რემონტი და სხვა მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება შევა.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი