თუ კომპანია ხვალ, 31 ოქტომბერს, პროექტს ვერ ჩააბარებს, მას ჯარიმა დაერიცხება;
„ამ დროისთვის გზაზეც და ტროტუარებზეც მხოლოდ მეორე ფენა ასფალტი დარჩა გადასაგები, ინტენსიურად ვმუშაობთ და დღეს აუცილებლად დავასრულებთ“, – ამბობს მშნებლობის ზედამხედველი გიორგი არველაძე.
მისი თქმით, ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი რაიმე გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემა შეიძლება გახდეს: „თუ მანქანა არ გაფუჭდა, ან რაიმე მსგავსი არ მოხდა, გზას ხვალ ჩავაბარებთ“.
დამკვეთის, საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებელ კომპანიას, შპს „ქროსფოინტს“ მშენებლობის ვადა დღეს, 30 ოქტომბერს ეწურება.
„ხვალ ჩავაბარებთ პროექტს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმაზე წავალთ“, – ამბობს არველაძე.
შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა 16 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა იმის გამო რომ მშენებლობის პროცესში გრუნტის წყლები გზის ფუძეს აზიანებდა, პრეოქტში ცვლილების შეტანა და სადრენაჟე სისტემის დამატება გახდა საჭირო.