ცხოველთა დაცვის ფედერაცია: მუნიციპალიტეტი ცხოველთა უფლებების დაცვით უნდა ინტერესდებოდეს

1103

გიორგი მაღლაფერიძე ინდმეწარმეა, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა სახელწოდებით ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობა. მუნიციპალიტეტმა უკვე გააფორმა მასთან ხელშეკრულება და როგორც მაღლაფერიძე ამბობს პირველ ჩამოსვლაზე მარნეულიდან დაახლოებით 20-25 ძაღლი ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა.

“ჩვენ ვიყავით მარნეულში ჩამოსული, წავიყვანეთ ძაღლები და ოზურგეთის ძაღლთა თავშსაფარში გადავიყვანეთ”

გიორგი მაღლაფერიძის საქმიანობას  საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის სამსახური ადევნებს თვალყურს და აკვირდება იმ პროცედურებს თუ რა უკეთდებათ ძაღლებს საჭიროებისამებრ, როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელი თემურ ლაჩკეპიანი ამბობს,  მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში ძაღლების ნაკლები რაოდენობის დაბრუნებას ითხოვენ, რაც მისივე თქმით მისაღები არ არის.

გიორგი მაღლაფერიძე რამდენიმე დღეში აპირებს მარნეულში ჩამოსვლას და ძაღლების ჩამოყვანას, როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვვის ფედერაციის წარმომადგენელმა, თემურ ლაჩკეპიანმა თქვა მუნიციპალიტეტი უნდა ინტერესდებოდეს ცხოველთა უფლებების დაცვით.

ადგილობრივ მუნიციპალიტეტს 12700 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც სატენდერო წინადადებაში  მხოლოდ ერთმა, გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო მონაწილეობა. მასთან ხელშეკრულება 16 ოქტომბერს გააფორმეს.

ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობა გულისხმობს მარნეულის  მუნიციპალიტეტში უმეთვალყურეოდ დარჩენილი 127 ძაღლის თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებას.

წყარო: რადიო მარნეული

ფოტო: რადიო მარნეული