საქართველოს მთავრობა შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ოთხპუნქტიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, მოგეხსენებათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სივრცითი განვითარების კომპონენტი. ჩვენ ვიწყებთ შიდა გზების რეაბილიტაციის მსხვილ პროექტს. ტენდერში გამარჯვებულია კორეული კომპანია, რომელიც 6 თვეში დეტალურ პროექტებს დადებს. მინდა, ჩამოვთავლო გზები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის:
აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთა;
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამია;
სადახლო-ახკერპი;
არხილოსკალო-სამთაწყარო;
წალენჯიხა-ჯვარი-ჯიხაშკარი;
გუფთა-ონი;
თბილისი-პანტეანი-მანგლისი.
ამის გარდა არის კიდევ მცირე მონაკვეთები, რომელსაც ყველას არ ჩამოვთვლი. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამდენი შიდა გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც გააჩენს ბევრ სამუშაო ადგილს, მოაწესრიგებს გზებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი