ქარელის მერის მოადგილე: შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს კონკურსის წესით შევარჩევთ

294

ქარელის შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობა, რომელსაც ვახო თურქაძე იკავებდა, ვაკანტურია. თურქაძე ქარელის მერმა კულტურის სამსახურის უფროსად გადაიყვანა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც ქარელის მერის მოადგილემ რადიო მოზაიკას განუცხადა, აუდიტის სამსახურის ახალ უფროსს მერია კონკურსის წესით შეარჩევს.

“აღნიშნულ თანამდებობაზე კონკური იქნება გამოცხადებული და ისე მოხდება კადრის შერჩევა. ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია კი hr.gov.ge-ზე დაიდება”, – განაცხადა ნათია მაწონაძემ.