ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ხულო-ზარზმის გზაზე, სოფელ ზარზმიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით, ასფალტის დაგება დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზა ჯამში 42 კილომეტრია და ის ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. მათივე ცნობით, პირველი მონაკვეთი ხულო-გოდერძია, რომლის რეაბილიტაციისთვისაც 57 177 829 ლარი დაიხარჯება. მეორე კი გოდერძი-ზარზმის მონაკვეთია და მის სარეაბილიტაციიოდ 38 511 473 ლარი დაიხარჯება.
პროექტი არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ არის დაფინანსებული და ორივე მონაკვეთზე სამუშაოების დასრულება 2023 წელს იგეგმება.