საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სოციალური საწარმოების საშემოდგომო მარკეტს მართავს, სადაც შესაძლებელია საქართველოში მოქმედი 50-მდე სოციალური საწარმოს დათვალიერება და მათი მრავალფეროვანი პროდუქციის ადგილზე შეძენა.
საშემოდგომო მარკეტზე შეგიძლიათ შეიძინოთ: გამოყენებითი და დეკორატიული ნივთები, ტრადიციული რეწვის პროდუქტები, მწვანე და ეკომეგობრული, ტექსტილის, ტყავისა და ნაქსოვი პროდუქცია და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ სერვისის მიმწოდებელ საწარმოებსაც.
საშემოდგომო მარკეტი გაიმართება 1 ოქტომბერს, 12:00 სააათიდან 19:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში.
გამოფენა ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.