სოციალური საწამო გეგუთში, სადაც ყოფილი პატიმრები რესოციალიზაციას გადიან. სოციალური საწარმო “აგამა-ში” დასაქმებულებს შორის ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრებიც არიან, რომლებიც პროექტის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადაამზადეს.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, საწარმოში სასათბურე პირობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურები მოჰყავთ და მზა პროდუქციას მურაბებისა და კომპოტების სახით აწარმოებენ, პროექტი ფონდ “აფხაზინტერკონტმა” ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, წარმოებული პროდუქციის რეალიზება კი, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონზეა გათვლილი.
“მიხარია, რომ დღეს წყალტუბოში კიდევ ერთი ახალი სოციალური საწარმო გაიხსნა, ვფიქრობ, ასეთი ინოვაციური პროქტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მადლობა ორგანიზაცია “, “აფხაზინტერკონტს” ევროკავშირის წარმომადგენლებს წყალტუბოში ახალი საწარმოს გახსნისა და ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების მომავალზე ზრუნვისთვის”, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.