საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი სათემო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის საგრანტო კონკურსი იწყებს. ღონისძიება პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში ჩატარდება. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
სწავლება ჩატარდება სამ რაუნდად, თითოეული რაუნდი მოიცავს 8 ერთდღიან ტრენინგს.
“თითოეული რაუნდის დასრულების შემდგომ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისათვის და ჯგუფებისთვის, მათი გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულის გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებზე. ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია და ცოდნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
თელავში ტრენინგი ჩატარდება 29 და 30 მარტს. მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 12 მარტიდან – 23 მარტის ჩათვლით.