მარნეულის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადდა

240

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის სოფელ ჩანახჩის სკოლის სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად 1 058 545 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

ახალი ტენდერი გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველმა კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყდა. მშენებლობის დაწყებიდან, დაახლოებით, ორი წლის თავზე ობიექტზე განხორციელებულია რკინაბეტონის სამშენებლო სამუშაოები, სახურავის ლითონის კონსტრუქციები და აშენებულია კედლები.

განსახორციელებელია შიდა და გარე მოსაპირკეთებელი კარ-ფანჯრების და იატაკების მოწყობის, შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობა-ვენტილაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობის და სხვა სამუშაოები.

ჩანახჩის 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის ახალი ტენდერი 2022 წლის 19 სექტემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 6-11 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ თვეში შეასრულოს. სამუშაოების დასრულებამდე კი მასწავლებლები და მოსწავლეები სწავლას კვლავ ვაგონებში გააგრძელებენ.

პროექტით გათვალისწინებულია:

  • 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია;
  • სამასწავლებლოს და დირექციის ოთახი;
  • ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსი;
  • სანიტარული კვანძის ბლოკები მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და
  • შ.შ.მ პირებისათვის;
  • ბუფეტი- (მცირედ დაკომპლექტებულ სოფლის სკოლებში (60 მოსწავლე) საჭიროა
  • გამოიყოს ფართი მოსწავლეთა კვებისათვის. მინიმალური მოწყობილობით: 2
  • სექციიანი ელექტროღუმელით, ჭურჭლის სამრეცხაოთი და მაცივრით).
  • დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
  • რეკრეაცია;
  • ფოიე გარდერობით, დერეფანი.
  • ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი