„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა.
მათივე ცნობით, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სიღარიბე კიდევ უფრო მწვავე საკითხია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად არ სახელდება.
რაც შეეხება მოქალაქეების პრიორიტეტებს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება.
კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოკითხულთა 36% -სთვის – სამუშაო ადგილები; 35%-სთვის – ფასების ზრდა, 32%-სთვის – სიღარიბე; 26%-სთვის – ტერიტორიული მთლიანობა; 18%-სთვის – პენსიები; 14%-სთვის – ადამიანის უფლებები.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.
უფრო კონკრეტულად, კითხვაზე: ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან მიმართებაში გამოკითხულთა 36%-ის აზრით გაუმჯობესდა; 234%-ის აზრით გაუარესდა, 27% ფიქრობს რომ არ შეცვლილა.
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას – გამოკითხულთა 33%-ის აზრით გაუმჯობესდა, 29%-ის აზრით გაუარესდა, 34%- ფიქრობს, რომ არ შეცვლილა.
განათლების მიმართულებით, გამოკითხულთა 23%-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა, 40%- ფიქრობს, რომ გაუარესდა, 31%-ის აზრით, არ შეცვლილა.
ადამიანის უფლებებზე გამოკითხულთა 22%-ის აზრით სიტუაცია გაუმჯობესდა, 36%-ს აზრით გაუარესდა 37% ფიქრობ, რომ არ შეცვლილა.
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა18%-ის მოიაზრეთ სიტუაცია გაუმჯობესდა, 31% ფიქრობს რომ გაუარესდა, ხოლო 32%- სიტუაცია არ შეცვლილა.
კორუფციაზე გამოკითხულთა 43% ფიქრობს რომ გაუარესდა სიტუაცია, 15%-ის აზრით, გაუმჯობესდა, 32% ფიქრობს, რომ არ შეცვლილა.
კრიმინალთან მიმართებაში გამოკითხულთა 57% ფიქრობს რომ სიტუაცია გაუარესდა, 26%-ის აზრით, ვითარება არ შეცვლილა, ხოლო 10%-ის მოსაზრებით გაუმჯობესდა.
სიღარიბესთან მიმართებაში 67%-ის მოსაზრებით, სიტუაცია გაუარესებულია, 10% ფიქრობს რომ გაუმჯობესდა, ხოლო 23%-ის აზრით, ვითარება არ შეცვლილა.
რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას – 2%-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა, 52% ფიქრობს, რომ – გაუარესდა, ხოლო 44%-ის მოსაზრებით ვითარება არ შეცვლილა.
ამასთან, ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.