ჩოხატაურის სოფელ ჩხაკოურაში ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდა

392

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.

“სოფელ ჩხაკაურის 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია მოეწყო.

საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.

სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. 60-მდე მოსწავლე უკვე გამართული სასკოლო ინფრასტრუქტურის პირობებში და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებს სწავლის გაგრძელებას”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

შეგეხასენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 22 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.