ადიგენის მაღალმთიანი სოფლის სკოლას, რომელიც ვაგონში ფუნქციონირებს ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები არ ეყოლება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს სკოლაში 163 პირველკლასელი მივიდა.
შეგახსენებთ, კიკიბოში მდებარე სკოლა ოთხკლასიანია და ის დერცელის საჯარო სკოლაზეა მიბმული. ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც აქ მუშაობდა, ახლა დერცელში ასწავლის.