ადიგენის მაღალმთიანი სოფლის, კიკიბოს ვაგონის სკოლა მოსწავლის გარეშე დარჩა

486

ადიგენის მაღალმთიან სოფელ კიკიბოში მდებარე სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. მიუხედავად ამისა, საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლა კვლავ ინარჩუნებს თავის ფუნქციას და მოსწავლის შემთხვევაში, ვაგონში სასწავლო პროცესი ისევ განახლდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ვაგონი ისევ იქ არის, თუ იქნება მოსწავლე, მივიღებთ და ჩვეულებრივად ისწავლის“, – გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ინგა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, სკოლა ოთხკლასიანია და ის მიბმულია დერცელის საჯარო სკოლაზე. ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც აქ მუშაობდა, დერცელში გადაიყვანეს. ამჟამად კიკიბოს სკოლას მხოლოდ დარაჯი და დამლაგებელი ჰყავს.

სკოლის ერთადერთმა მოსწავლე, რამინ გობაძემ კიკიბოს სკოლა რამდენიმე წლის წინ დაასრულა.