ქარელის მერს მრჩეველი არ ჰყავს – მოადგილეებს, მდივანს და თანაშემწეს კი თვეში ჯამურად 9 690 ლარს უხდის

278

ქარელის მერს ორი მოადგილე, ერთი თანაშემწე და ერთი მდივანი ჰყავს, რომელთა სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად 9 690 ლარს შეადგენს. თავად მერის ხელფასი კი 5 500 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით:

  • პირველი მოადგილის, ლადო სალუქვაძის ხელფასია 3 850 ლარი;
  • მოადგილის, ნათია მაწონაძის ხელფასია 3 520 ლარი;
  • თანაშემწის, ალეკო ღამბარაშვილის ხელფასია 1 320 ლარი;
  • მდივნის, ანი ქუთათელაძეს ხელფასია 1 000 ლარი.

ინფორმაციისთვის, სხვა მერებისგან განსხვავებით, ზაზა გულიაშვილს მრჩეველი არ ჰყავს.