საგარეჯოს სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

408

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგებიოს კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

„მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა.

პროექტის დასრულების შედეგად, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში, უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.