ახალციხის №4, ე.წ ჯაყელების საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი არ განახლდება. მიზეზი მისი ავარიული მდგომარეობაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღსაზრდელები მშობლების მოთხოვნის შესაბამისად ქალაქის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ. ბავშვების მსგავსად დანაწილდა დასაქმებული პერსონალიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის , 13 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ქალაქ ახალციხეში, იაძის N12-ში მდებარე N4 საბავშვო ბაღის დემონტაჟისა და ამავე მისამართზე, ახლი შენობის აშენების მოთხოვნით საკრებულოში პეტიცია შეიტანა . საკითხის განხილვა ამ დრომდე არ არის დაწყებული, საკრებულოში შენობის ექსპერტიზის დასკვნის პასუხს ელოდებიან.