ახალციხის ციხის ადმინისტრაციას ახალი შტატი ემატება

291

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციას მარკეტინგის სამსახურის განყოფილება ემატება, რისთვისაც ერთ თანამშრომელს აიყვანენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ჩამოყალიბდება მარკეტინგის სამსახური, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება „ახალციხის ციხის“ პიარი, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება გაწერილი სტრატეგიის მიხედვით. დაემატება მხოლოდ ერთი შტატი“,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროექტის მხარდაჭერით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს, რომელიც 14 თვე გაგრძელდება.