ბოლნისის მერია: სოფელ ვანათში ბეტონის გზა და სანიაღვრე ქსელი მოეწყო

349

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სოფელ ვანათში 875 გრძივი მეტრი ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 222 მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყო.

„სოფლის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და მათთან შეთანხმებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. სოფელ ვანათში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით საჭირო იყო გზის მოწყობა და მოხარული ვარ, რომ 875 მეტრ მოცულობაზე ბეტონის გზის პროექტი აქ უკვე დავასრულეთ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.