ფოთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრული რეაბილიტაცია უტარდება

530

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.

ფოთის მერიის ცნობით, პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 972 602 ლარს შეადგენს.

ფოთის მერიის ინფორმაციით, შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. ასევე, განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.